ექიმი-ოფთალმოლოგის უფასო კონსულტაცია
მოსახლეობის საყურადღებოდ!
მიმდინარე წლის 21 ივლისს თვალის მიკროქირურგიის - ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“, ყაზბეგის მერიის მხარდაჭერით, გთავაზობთ ექიმი-ოფთალმოლოგის უფასო კონსულტაციას დაბა სტეფანწმინდაში.
აქციის მიზანია მოხდეს კატარაქტით დაავადებული პაციენტების გამოვლენა და შემდგომ საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში მათი ქირურგიული მკურნალობა უახლესი ფაკოემულსიფიკაციის (უნაკერო) მეთოდით.
მსურველებს, გთხოვთ მობრძანდეთ სამშაბათს, 21 ივლისს - დაბა სტეფანწმინდის კულტურის სახლის ახალ შენობაში 11 -დან 13 საათამდე.
თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და პირბადე.
კონსულტაციისას დაცული იქნება COVID 19 -თან დაკავშირებულ სანიტარულ რეგულაციები.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით : 597 04 13 04