დიდთოვლობა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში

20 იანვარი, 2019

  ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერმა-ალექსანდრე ზაგაშვილმა მერიის წარმომადგენლებთან და კობის ადმინისტრაციული ერთეულის დეპუტატთან ერთად კობი-გუდაურის მონაკვეთზე დიდთოვლობისგან შექმნილი შეფერხებების გამო ჩარჩენილი სატვირთო ავტომობილების მძღოლები მოინახულა და საკვები პროდუქტებით მოამარაგა.

  ამ ეტაპზე, გუდაური-კობის მონაკვეთზე ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

  თოვლის და ლიპყინულის გამო, შეზღუდვა რჩება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის.

  გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

   აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

#ყაზბეგისმუნიციპალიტეტი2019

 

 

 

 

 

 

 

 

 

გააზიარე