დასუფთავების აქცია მეტეო სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე

25 ოქტომბერი, 2019

 ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მყინვარწვერის მისასვლელ ბილიკზე, მეტეო სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, დასუფთავების აქცია მოეწყო.

  ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ერთობლივი ორგანიზებითა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჩართულობით სამ დღიანი დასუფთავების აქცია გაიმართა.

  აქციაში მონაწილეობა სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან ერთად ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერმა-ალექსანდრე ზაგაშვილმა და მერის მოადგილეებმაც მიიღეს.

  მყინვარზე, რომელიც ზღვის დონიდან 3 653 მეტრზე მდებარეობს, მსოფლიოში არსებული პრაქტიკის შესაბამისად, ნაგვის ურნები განთავსებული არ არის, ვინაიდან ტერიტორიიდან ნაგვის სისტემატური გატანა, ბუნებრივი პირობების გამო, შეუძლებელია.

  ტერიტორია დაბინძურებულია წლების განმავლობაში დაგროვილი დიდი ოდენობით საყოფაცხოვრებო ნარჩენისგან, რაც წარმოადგენს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესების მომატებული საფრთხის წყაროს.

#დაასუფთავესაქართველო
#ყაზბეგისმუნიციპალიტეტი2019

გააზიარე