დაცული ტერიტორიების გაფართოების საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

25 იანვარი, 2019

   დაბა სტეფანწმინდაში,  ადგილობრივ მოსახლეობის მოთხოვნით და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ორგიანიზებით,  დაცული ტერიტორიების გაფართოების საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა.

   ყაზბეგის მერთან-ალექსანდრე ზაგაშვილთან ერთად მოსახლეობას მოსაზრებები წარუდგინეს  მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა- შალვა კერესელიძემ და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელმა - ვალერიან მჭედლიძემ.

   შეხვედრაზე  განიხილეს მუნიციპალიტეტში დაცული ტერიტორიების მნიშვნელობა და არსებული საზღვრების გაფართოების საკითხი.

   საზღვრების დემარკაციის პროცესი  ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართულობით წარიმართება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

გააზიარე