დაბა სტეფანწმინდის სპორტ-კომპლექსში კრივის წრე იხსნება!

31 აგვისტო, 2020

  ა(ა)იპ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა და სპორტის განვითარების ცენტრის ინიციატივითა და კრივის ფედერაციის მხარდაჭერით, ცენტრის ბაზაზე 1 სექტემბრიდან კრივის წრე გაიხსნება.

  წრეზე მიიღებიან ბავშვები 7 წლის ასაკიდან, დარეგისტრირება შესაძლებელია ა(ა)იპ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა და სპორტის განვითარების ცენტრის ადმინისტრაციულ შენობაში

  მწვრთნელი: გიორგი ვარდიშვილი.

  მსურველებს გთხოვთ მობრძანდეთ,

 1 სექტემბერს 16:00 საათზე დაბა სტეფანწმინდის სპორტ-კომპლექსში, სადაც გაიმართება შეხვედრა ბავშვებთან და განიხილება საწვრთნელ პროცესთან დაკავშირებული საკითხები.

გააზიარე