დაბა სტეფანწმინდის საბავშვო ბაღს ახალი სათამაშო მოედანი გადაეცა

2 April, 2019

  ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის პარტნიორი ორგანიზაცია - ააიპ „ინვესტიციების და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების“ შუადმგომლობით, ყაზბეგის მერიისა და სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ამერიკულმა ორგანიზაცია „ Children around The World’’ –მა, რომლის ხელმძღვანელია კრის მარშალი,  დაბა სტეფანწმინდის საბავშვო ბაგა-ბაღს საჩუქრად ახალი  სათამაშო მოედანი გადასცა.

  აღნიშნული ატრაქციონი  ამერიკულმა ორგანიზაციამ გასულ წელს გარდაცვლილი სმიტების ოჯახის ხსოვნის საპატივცემულოდ  ყაზბეგის და მარნეულის მუნიციპალიტეტების ორ ბაღს უსაჩუქრა.  მსგავსი აქცია მომავალში ასევე დაგეგმილია თიანეთის და დუშეთის საბავშვო ბაღებისთვისაც.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გააზიარე