დაბა სტეფანწმინდის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის (განაშენიანების გეგმის) კონცეფციის საჯარო განხილვა
დაბა სტეფანწმინდის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის (განაშენიანების გეგმის) კონცეფციის საჯარო განხილვა
ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე ყაზბეგის მუიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდის ქალაქთმშენებლობითი დოკუმეტაციის (განაშენიანების გეგმის) კონცეფციის საჯარო განხილვა, რომლის ჩატარებაც დაგეგმილი იყო 2020 წლის 17 ნოემბერს გადაიდო.
კოდექსით გათვალისწინებული პროცედურების შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, პანდემიის/ეპიდემიის დროს, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, საჯარო განხილვა ჩატარდება დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე საჯარო განხილვის დროდ განისაზღვრა: 2020 წლის 25 ნოემბერი, 14:00 საათი.
საჯარო განხილვის ორგანიზატორი: ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია.
საჯარო განხილვაზე დასწრების ბმული:
Join Zoom Meeting:
https://us04web.zoom.us/j/6845627801?pwd=SjluTnMxWHF4N1pyczBXd3hNNHJUQT09
Meeting ID: 684 562 7801
Passcode: 7iFiHr
ალტერნატიული ბმული - https://meet.mrdi.gov.ge/sajarogankhilva
განხილვაზე დასწრება, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.
საჯარო განხილვის დასრულებიდან ნებისმიერ პირს აქვს უფლება „დაბა სტეფანწმინდის განაშენიანების გეგმის კონცეფცია"-სთან დაკავშირებული საკუთარი წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები წარუდგინოს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიას 2020 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: დაბა სტეფანწმინდა დავით აღმაშენებლის ქ. N36 ან ელექტორონული ფოსტის მისამართზე: kazbegimunicipality.info@gmail.com .
დაბა სტეფანწმინდის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის (განაშენიანების გეგმის) კონცეფციასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.