დაბა სტეფანწმინდის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის (განაშენიანების გეგმის) კონცეფციის საჯარო განხილვა

5 ოქტომბერი, 2020

დაბა სტეფანწმინდის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის (განაშენიანების გეგმის) კონცეფციის საჯარო განხილვა

 

დამგეგმავი ორგანო:  ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია

კონცეფციის დამტკიცებაზე უფლებამოსილი ორგანო:  ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო

გეგმარებითი ერთეული:   დაბა სტეფანწმინდა  (დანართი 1).

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან არსებული შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის (UWSCG)“ დაკვეთით ხორციელდება პროექტი - “კომუნალური ინფრასტრუქტურა გარემოს დაცვისა და ტურიზმის გაუმჯობესებისთვის; ლოტი ბ: მცხეთა-მთიანეთის რეგიონი - ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული (საკრებულო) ყაზბეგი”, რომელსაც აფინანსებს გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკი (KFW). პროექტს ახორციელებს შემდეგი კომპანიების კონსორციუმი: p2mberlin (გერმანია), IDOM (ესპანეთი) და პოლიტიკის და მართვის კონსალტინგ ჯგუფი - PMCG (საქართველო).

ზემოხსენებული პროექტის ფარგლებში კომპანია გეოგრაფიკი იდომთან თანამშრომლობით ამუშავებს დაბა სტეფანწმინდის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტაციას (განაშენიანების გეგმას).

ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის (განაშენიანების გეგმის) შემუშავება აუცილებელია, რათა განისაზღვროს დასახლებული ტერიტორიის გამოყენების და განაშენიანების ძირითადი პარამეტრების, კეთილმოწყობის, გარემოსა და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სივრცით-ტერიტორიული პირობები, სატრანსპორტო, საინჟინრო და სოციალური ინფრასტრუქტურის, ასევე ეკონომიკური განვითარების სივრცითი ასპექტები და განსახლების ტერიტორიული საკითხები.

კონცეფციის დოკუმენტაცია წარმოდგენილია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად (საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი, სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესი) და მოიცავს:

 

დაბა სტეფანწმინდის განაშენიანების გეგმის კონცეფცია:

  • საბაზისო რუკაზე დამუშავებული ტერიტორიათა განვითარების/გამოყენების გრაფიკული მონახაზი და მისი ტექსტური ანოტაცია;
  • ალტერნატიული გადაწყვეტის ვარიანტები;
  • დაბა სტეფანწმინდის განაშენიანების გეგმის კონცეფციის შემუშავებისთვის მოსამზადებელი კვლევა და ხედვა (მათ შორის საბაზისო მონაცემთა მატრიცა).

ასევე, ქალაქთმშენებლობით დოკუმენტაციას თან ერთვის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სკოპინგის ანგარიში.

 

საჯარო განხილვის დრო:  2020 წლის 17 ნოემბერი -  14:00 საათი.

საჯარო განხილვის ადგილი:  დაბა სტეფანწმინდის სტადიონი

საჯარო განხილვის ორგანიზატორი:  ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია

 

განხილვაზე დასწრება, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.

როგორც საჯარო განხილვის, ასევე ნებისმიერ დროს  ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიაში  ხელმისაწვდომი იქნება კონცეფციასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, როგორც ნაბეჭდი  (ალბომების) სახით, ასევე ელექტრონულად. 

საჯარო განხილვის დასრულებიდან ნებისმიერ პირს აქვს უფლება „დაბა სტეფანწმინდის განაშენიანების გეგმის კონცეფცია"-სთან  დაკავშირებული საკუთარი წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები წარუდგინოს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიას 2020 წლის 09 დეკემბრის  ჩათვლით  შემდეგ მისამართზე: დაბა სტეფანწმინდა დავით აღმაშენებლის ქ. N36  ან ელექტორონული ფოსტის მისამართზე: kazbegimunicipality.info@gmail.com .

გააზიარე