დაბა სტეფანწმინდის განაშენიანების გეგმის განხილვა

6 ნოემბერი, 2020

  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან არსებული შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის (UWSCG)“ დაკვეთით ხორციელდება პროექტი - “კომუნალური ინფრასტრუქტურა გარემოს დაცვისა და ტურიზმის გაუმჯობესებისთვის; ლოტი ბ: მცხეთა-მთიანეთის რეგიონი - ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული (საკრებულო) ყაზბეგი”, რომელსაც აფინანსებს გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკი(KFW).

პროექტს ახორციელებს შემდეგი კომპანიების კონსორციუმი: p2mberlin (გერმანია), IDOM (ესპანეთი) და პოლიტიკის და მართვის კონსალტინგ ჯგუფი - PMCG (საქართველო).

ზემოხსენებული პროექტის ფარგლებში შემუშავდა განაშენიანების გეგმის კონცეფცია, რომლის განხილვის მიზნით მიმდინარობს ადმინისტრაციული წარმოება.

დაბა სტეფანწმინდის განაშენიანების გეგმის კონცეფცია მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  • საბაზისო რუკაზე დამუშავებული ტერიტორიათა განვითარების/გამოყენების გრაფიკულიმონახაზი და მისი ტექსტური ანოტაცია;
  • ალტერნატიული გადაწყვეტის ვარიანტები;
  •  დაბა სტეფანწმინდის განაშენიანების გეგმის კონცეფციის შემუშავებისთვის მოსამზადებელი კვლევა და ხედვა (მათ შორის საბაზისო მონაცემთა მატრიცა).

ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს უფლება დაბა სტეფანწმინდის განაშენიანების გეგმისკონცეფციასთან  დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები წარუდგინოსყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიას 2020 წლის 09 დეკემბრის  ჩათვლით  შემდეგ მისამართზე: დაბა სტეფანწმინდა დავით აღმაშენებლის ქ. N36  ან ელექტორონული ფოსტის მისამართზე: kazbegimunicipality.info@gmail.com .

გააზიარე