დაბა სტეფანწმინდაში სპორტული კომპლექსის რეაბილიტაცია სრულდება

31 ოქტომბერი, 2018

   ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდაში ,,ევროპის საინვესტიციო ბანკის“ (EIB) დაფინანსებით მიმდინარე სპორტული კომპლექსის რეაბილიტაცია სრულდება.

   ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი-ალექსანდრე ზაგაშვილი და მერის მოადგილე დავით ქირიკაშვილი მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.

   პროექტი მოიცავს სპორტული კომპლექსის სრულ რეაბილიტაციას.

   დამკვეთი: საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (მგფ);

   შემსრულებელი: ,,კ.ე.ქონსტრაქშენ-ჯორჯია“;

   პროექტის ღირებულება: 1 442 761 ლარი;

 

 

 

 

 

 

 

 

 

გააზიარე