დაბა სტეფანწმინდაში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

22 მარტი, 2019

   დღეს, 22 მარტს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი-ალექსანდრე ზაგაშვილი დაბა სტეფანწმინდაში მოსახლეობას შეხვდა.

  შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მერის მოადგილეები, საკრებულოს თავმჯდომარე, მერიისა და საკრებულოს სხვა წარმომადგენლები.

   ალექსანდრე ზაგაშვილმა მოსახლეობასთან ერთად განიხილა არსებული საჭიროებები და პრობლემები, ასევე გერგეტის სამებამდე მისასვლელი გზის საკითხი.

  როგორც მოგეხსენებათ, ყაზბეგის მერის ინიციატივით მიმდინარე კვირას სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა.

  ორშაბათს - 25 მარტს შეხვედრა გაიმართება სოფელი აჩხოტის, სნოს, ახალციხისა და კარკუჩის მოსახლეობასთან.

#ყაზბეგისმუნიციპალიტეტი2019

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გააზიარე