COVID-19-ის პრევენციასთან დაკავშირებული პოსტერები სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის
გაეროს ბავშვთა ფონდისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მომზადდა COVID-19-ის პრევენციასთან დაკავშირებული პოსტერები, რომელთა შინაარსი მორგებულია სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის და მათი გამოყენება ასევე შესაძლებელია დაწყებითი განათლების საფეხურის ბავშვებისთვისაც. გამარტივებული ტექსტები და ილუსტრაციები გადმოსცემს შემდეგ თემებს:
- როდის არის აუცილებელი ხელების დაბანა.
- როგორ დავიბანო ხელები სწორად.
- როგორ დავიცვა თავი კორონა ვირუსისგან.
- ფიზიკური დისტანცია.
- რა არის კორონა ვირუსი.
- დახველება/დაცემინების წესები.