ცდოსთან მისასვლელი გზის მოხრეშვის სამუშაოები

1 სექტემბერი, 2020

სოფელ ცდოსთან მისასვლელი და შიდა გზების მოხრეშვის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე ზაგაშვილმა სამუშაოები შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.

აღნიშნული გზის მოსწორების სამუშაოები ხორციელდება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიასა და საავტომობილო გზების დეპარტამენტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, რომლის მიხედვითაც შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს „სტიქიური მოვლენების შედეგების ლიკვიდაციის მიზნით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებთან დაკავშირებული სამუშაოები“.

#ყაზბეგისმერია2020

გააზიარე