ბავშვთა უფასო სამედიცინო გასინჯვა
მოსახლეობის საყურადღებოდ !
მიმდინარე წლის 1-2 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში იგეგმება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორებისა და დოცენტების შემადგენლობით ბავშვთა უფასო გასინჯვა.
ბავშვთა ასაკი - ახალოშობილობიდან 18 წლის ასაკამდე.
გასინჯვები ჩატარდება ყაზბეგის სამედიცინო ცენტრში - ალ. ყაზბეგის 35
- 1 ივნისს - 12 საათიდან
- 2 ივნისს - 10 საათიდან
ექიმების შემადგენლობა:
- პედიატრი - 4 ექიმი
- ქირურგი -1
- ტრავმატოლოგი-1
- ოკულისტი-1
- ნევროლოგი-2
- ყბა-სახის ქირურგი-1
- ყელ-ყურ-ცხვირის ექიმი-1
- კარდიორევმატოლოგი-1
- ალერგოლოგი-1
- ექოსკოპია-1
- ენდოკრინოლოგი- 2
- ანესთეზიოლოგი- 1