„ბავშვის კვების ბარათი“

20 მარტი, 2019

  ბავშვებისა და ბავშვიანი ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ბავშვის 10 ლარიანი დანამატი გახუთმაგდა და „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის N145 დადგენილებით დამტკიცებული წესის თანახმად, ოჯახისთვის, რომლის სარეიტინგო ქულაც 100001 -ზე ნაკლებია 2019 წლის იანვრის თვიდან საარსებო შემწეობა განისაზღვრა 50 ლარით (ნაცვლად 10 ლარისა) დამატებით ოჯახის თითოეულ 16 წლამდე ასაკის წევრზე.

   გამომდინარე აქედან ყაზბეგის მუნიციპალიტეტში 2019 წლის მარტიდან 20 ლარი გაიცემა ფულადი სახით და 30 ლარი დაირიცხება „ბავშვის კვების ბარათზე“.

    „ბავშვის კვების ბარათი“-ს გამოყენება შესაძლებელი იქნება მხოლოდ კვების პროდუქტების შესაძენად ყველა იმ მაღაზიაში, რომელიც რეგისტრირებული იქნება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.

   ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ეს მაღაზიებია : გვანცა ავსაჯანიშვილისა და მარიკა აქიაშვილის მაღაზიები.

   დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით - დალი ჯანუყაშვილს - მობ: 591 18 01 56.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გააზიარე