ალექსანდრე ყაზბეგის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ტენდერი გამოცხადდა

25 ივნისი, 2019

  დაბა სტეფანწმინდაში ალექსანდრე ყაზბეგის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ტენდერი გამოცხადდა.

  •  წინადადებების მიღება იწყება - 18.07.2019 
  •  წინადადებების მიღება მთავრდება - 22.07.2019 
  •  შესყიდვის სავარაუდო ღირებულება - 3`108`244 ლარი

  პროექტი ითვალისწინებს სამუზეუმო კომპლექსის სრულ რეაბილიტაცია-რესტავრაციას და ახალი კორპუსის სრულ რეაბილიტაციას, სადაც განთავსდება მუზეუმის ადმინისტრაცია და ვიზიტორთა ცენტრი.

  პროექტი ასევე გულისხმობს ტერიტორიის კეთილმოწყობას, კომუნიკაციებისა და დამხმარე ინფრასტრუქტურის მოწყობას.

  პროექტს ახორციელებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი.

  შესყიდვის ბმული: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=308956&lang=ge

გააზიარე