ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის ისტორიული მუზეუმის  რეაბილიტაცია

6 ივნისი, 2020

 დაბა სტეფანწმინდაში ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის ისტორიული მუზეუმის  რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.

  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, დაბა სტეფანწმინდაში ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის ისტორიული მუზეუმის კომპლექსში შემავალი სამი შენობის – ისტორიული მუზეუმის შენობის, ალექსანდრე ყაზბეგის სახლ-მუზეუმისა და ნიკოლოზ ყაზბეგის (ალექსანდრე ყაზბეგის ბიძა) სახლის რეაბილიტაციას ახორციელებს.

  მიმდინარე სამუშაოებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი- ალექსანდრე ზაგაშვილი, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულ შალვა კერესელიძესთან, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელ ნიკოლოზ ანთიძესთან,   მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ გიორგი შენგელიასთან, მერის პირველ მოადგილე თამაზ ალიბეგაშვილთან,  სამშენებლო და საზედამხედველო კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.

 პროექტის ღირებულება, რომელსაც   კომპანია შპს „იკორთა 2007“ ახორციელებს, 4 მილიონ ლარს აღემატება.

  პროექტი ითვალისწინებს სამუზეუმო კომპლექსის სრულ რეაბილიტაცია-რესტავრაციას და ახალი კორპუსის სრულ რეაბილიტაციას, სადაც განთავსდება მუზეუმის ადმინისტრაცია და ვიზიტორთა ცენტრი.

  პროექტი ასევე გულისხმობს ტერიტორიის კეთილმოწყობას, კომუნიკაციებისა და  დამხმარე ინფრასტრუქტურის მოწყობას.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გააზიარე