აწარმოე საქართველოში (სოფლის მეურნეობა)
"აწარმოე საქართველოში" პროგრამას განახორციელებენ - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
მიზნები:
- წარმოებაზე ორიენტირებული ინდუსტრიების განვითარების ხელშეწყობა;
- ახალი საწარმოების შექმნის და არსებულის გაფართოების/გადაიარაღების ხელშეწყობა;
- სოფლის მეურნეობის მიმართულება
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული საწარმო უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მინიმალურ მოთხოვნებს:
- დაფინანსებული სესხით/ლიზინგით აუცილებელია შეიქმნას მხოლოდ ახალი საწარმო ან გაფართოვდეს/გადაიარაღდეს არსებული საწარმო;
- საწარმო უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უსაფრთხოების, გარემოს დაცვის, სანიტარულ და სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს;
- ახლად შექმნილი ან გაფართოებული/გადაიარაღებული საწარმოს შენობა-ნაგებობებსა და მიმდებარე ტერიტორიას უნდა გააჩნდეს ესთეტიური გარეგანი სახე.
სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს