9 აპრილი

9 April, 2019

  დღეს 9 აპრილის გმირთა სულების მოსახსენიებლად სტეფანწმინდისა და ხევის მთავარეპისკოპოსმა იეგუდიელმა დარიალში, გარდაცვლილთა მემორიალთან პანაშვიდი აღავლინა.

   გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს - ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერმა-ალექსანდრე ზაგაშვილმა, მხარის რწმუნებულის მოადგილემ-თამაზ სუჯაშვილმა, მერის მოადგილეებმა, საკრებულოს თავმჯდოარემ, ა(ა)იპ განათლების, კულტურისა და სპორტის განვითარების ცენტრის დირექტორმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ.

  9 აპრილმა ჩვენს ქვეყანას დამოუკიდებლობა და ჩვენ თავისუფლება გვაჩუქა.

  30 წლის შემდეგ ჩვენ ვამბობთ, რომ ტკივილი არასდროს განელდება, თუმცა დროა მადლიერების და დღეს ჩვენ მადლობას ვიხდით - #მადლობათავისუფლებისთვის!

 9 აპრილი საქართველოს ისტორიაში ორი სახით შევიდა - 1989 წლის ტრაგედიის მოვლენათა ჯაჭვით და 1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადებით.

https://9aprili.ge/

#მადლობათავისუფლებისთვის!

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გააზიარე