26 მაისს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი ღონისძიებები

23 May, 2019

   26 მაისს, საბაჟო გამშვებ პუნქტ “ყაზბეგზე”, 13:00 საათიდან, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიება გაიმართება.

#ერთადღვნიშნოთსაქართველოსდამოუკიდებლობისდღე

  მოწვეულ სტუმრებს, ტურისტებსა და ადგილობრივ მაცხოვრებლებს, შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ საინტერესო საგამოფენო სივრცეები, სადაც წარმოდგენილი იქნება უნიკალური ისტორიული და საარქივო ფოტო მასალა. საინფორმაციო სტენდების საშუალებით გაიზიარონ ცოდნა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში განთავსებულ ხუროთმოძღვრების ძეგლების, გამოჩენილი ქართველი მოღვაწეების, სხვადასხვა საინტერესო ფაქტისა და მოვლენის შესახებ;

  წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი ხელნაკეთი ნივთებისა და სუვენირების გამოფენა-გაყიდვა. ასევე, „გააზიარე ცოდნა“, კამპანიის ფარგლებში, წარმოდგენილი იქნებიან ქართველი მეწარმეები, რომლებიც მოსულ სტუმრებს გაუზიარებენ საკუთარ სამეწარმეო გამოცდილებას, ამავე კამპანიის ფარგლებში, გაიმართება ნახატების გამოფენა.

  საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე იმუშავებს ლიტერატურული კაფე. სპეციალურად მოწყობილი სივრცე, ანიმატორები, საბავშვო შემეცნებითი გასართობი პროგრამა, (ბრენდირებული ბუშტები, კეპები, სასაჩუქრეები, სახეზე მოხატვა) ელით საზეიმო ღონისძიებაზე მოსულ ყველაზე პატარა სტუმრებს. ბავშვები ფერადი ცარცით მოხატავენ საქართველოს რუკას;

  სპეციალურად სტუმრებისთვის მოწყობილ სადღესასწაულო პავილიონებში, შესაძლებელი იქნება ფინანსთა სამინისტროს სხვადასხვა სამსახურის სერვისებისა და მომსახურების, საინფორმაციო გზამკვლევებისა და ბროშურების, სასწავლო კურსებისა და ლიტერატურის გაცნობა, 26 მაისისადმი მიძღვნილი სამახსოვრო სუვენირების მიღება.

  15:00 საათზე - საზეიმო კონცერტი. მონაწილეობას მიიღებენ სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეული ანსამბლები: „შავნაბადა“ და „ერისიონი“. ასევე, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლი „მთის შვილები“, ქალთა ფოლკლორული ანსამბლი „დიდებაი“ და ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი „ერობა“.

  16:30 საათი - ღონისძიების ოფიციალური ნაწილი. სტუმრებს სიტყვით მიმართავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და გაიმართება დაჯილდოების საზეიმო ცერემონია.

  17:10 საათი - 26 მაისისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიების კულმინაცია. შესრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.

გთხოვთ, გვეწვიოთ და ერთად აღვნიშნოთ
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე!

#გააზიარეცოდნა
#ერთადღვნიშნოთსაქართველოსდამოუკიდებლობისდღე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გააზიარე