14 აპრილი - დედა ენის დღე !

14 April, 2019

   1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, 1990 წლიდან საქართველოში 14 აპრილი დედაენის დღედ აღინიშნება.

   1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გააზიარე