ფანშეტის შიდა გზების რეაბილიტაცია

27 October, 2019

  სოფელ ფანშეტის შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

  დღეს, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი -ალექსანდრე ზაგაშვილი სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

  პროექტის განსახორციელებლად გამოყოფილია - 700 000 ლარი.

  სამშენებლო სამუშაოებს კომპანია- "ეს ერ ჯი" ასრულებს .

   მიმდინარე წელს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება, რეაბილიტაცია უტარდება გზებს, საცხოვრებელ კორპუსებს, ხიდებს, უმჯობესდება წყალმომარაგება, კეთილმოეწყობა ტურისტული და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა.

#ყაზბეგისმუნიციპალიტეტი2019

Share page