შეხვედრა სოფ. სიონის, არშისა და გარბანის მოსახლეობასთან

9 August, 2019

  ცენტრალური, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სიონის, არშისა და გარბანის მოსახლეობას შეხვდნენ.

   სოფლებში არსებული საჭიროებები ადგილობრივებთან ერთად განიხლიეს - ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე - გიორგი წოწკოლაურმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე- ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა - შალვა კერესელიძემ, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერმა - ალექსანდრე ზაგაშვილმა, საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა- მირიან წიკლაურმა და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელმა პირებმა.

  შეხვედრაზე იმსჯელეს პრობლემების გადაჭრის გზებზე.

  მოსახლეობამ ძირითად პრიორიტეტად დაასახელა მიწების რეგისტრაციის პრობლემა, შიდა გზების მოწესრიგებისა და წყალმომარაგების გაუმჯობესების საკითხი.

  ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობას სოფლებში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ესაუბრნენ.

  მიმდინარე წელს :

  •   რეაბილიტაცია უტარდება სოფ. სიონისა და გარბანის დამაკავშირებელ ხიდს.
  •   მიმდინარეობს ე.წ. „კობათ უბნის“ ნაპირსამაგრი სამუშაოები.
  •   დასრულდა სოფელ სიონში ამბულატორიის კეთილმოწყობა.
  •   რეაბილიტირდება სოფ. სიონის შიდა გზები.
  •   სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სიონში, არშასა და გარბანში საზოგადოების თავშეყრის სივრცეები მოეწყობა.
  •   რეაბილიტირდება სამივე სოფლის საჯარო სკოლა.
  •   აქტიურად მიმდინარეობს საცხოვრებელი კორპუსის რეაბილიტაცია სოფელ არშაში.
  •   იწყება სოფელ არშისა და გარბანის რიტუალების სახლების რეაბილიტაცია.
  •   დაგეგმილია სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია სოფ. სიონში.
  •   მიმდინარეობს სოფელ არშისა და გარბანის შიდა გზების საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებელი სამუშაოები.

#ყაზბეგისმუნიციპალიტეტი2019

Share page