9 მაისი

9 May, 2019

 ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერმა-ალექსანდრე ზაგაშვილმა, მოადგილე- დავით ქირიკაშვილთან და დაბა სტეფანწმინდის რწმუნებულთან- ზვიად ჩოფიკაშვილთან ერთად, ფაშიზმზე გამარჯვების 74 წლისთავთან დაკავშირებით, დაბა სტეფანწმინდაში მდებარე ომში მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

 დღეს, 2019 წლის 9 მაისს მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 74 წელი გავიდა.

  1945 წლის 8 მაისს ვერმახტის კაპიტულაციის შემდეგ, ევროპაში მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.

  ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს.

#ყაზბეგისმუნიციპალიტეტი2019

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Share page