ტურიზმის 21-ე საერთაშორისო გამოფენა “Georgian Tourism Fair 2019“

6 May, 2019

  მიმდინარე წლის 3-5 მაისს გამოფენების ცენტრ „ექსპოჯორჯიაში“  ტურიზმის 21-ე საერთაშორისო გამოფენა “Georgian Tourism Fair” 2019 ჩატარდა.

 ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით გაიმართა.

გამოფენაზე სხვა რეგიონების მუნიციპალიტეტებთან ერთად  წარდგენილი იყო ყაზბეგის მუნიციპალიტეტი.

  გამოფენის მიზანია ხელი შეუწყოს ტურიზმის განვითარებას საქართველოში , მოახდინოს შიდა ტურისტული მიმართულებების და პროდუქტების პოპულარიზაცია. გაამარტივოს ინფორმაციის მიწოდება საქართველოს მოსახლეობითვის ქვეყნის გარე მარშრუტების შესახებ; ხელი შეუწყოს სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესის განვითარებას რეგიონში. ერთ სივრცეში თავი მოუყაროს საერთაშორისო, ადგილობრივ და რეგიონულ ტურისტულ კომპანიებს.

  დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ ახალ ტურისტულ მიმართულებებს და დასწრებოდნენ ფასდაკლების ფესტივალს.

 გამოფენაზე საქართველოს ყველა კუთხე ერთ სივრცეში მოეწყო.

 გამოფენის პარალელურად, სადისკუსიო პანელი გაიმართა: MICE (საქმიანი) ტურიზმი საქართველოში - სწრაფი განვითარება.

 ყაზბეგის მუნიციპალიტეტი ყოველ წელს იღებს მონაწილეობას საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე “Caucasus Travel Fair “ ქალაქ თბილისში, „ექსპო ჯორჯია“-ში.

  ტურიზმის 21-ე საერთაშორისო გამოფენის ორგანიზატორი იყო გამოფენების ცენტრი "ექსპოჯორჯია". ხოლო მხარდამჭერები - თბილისის მერია, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს ბიზნეს ტურიზმის ასოციაცია, ჰორეკას ასოციაცია, გიდების ასოციაცია, საქართველოს ტურიზმის ასოციაცია, "მარკეტერი", "პრინტარე" და Welcome to Georgia - ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება.

#ყაზბეგისმუნიციპალიტეტი2019

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Share page