დაბა სტეფანწმინდაში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართება

22 March, 2019

   22 მარტს,   18:00-ზე,  დაბა სტეფანწმინდის კულტურის სახლში   მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართება.

  შეხვედრის მიზანია მოსახლეობასთან ერთად პრობლემური საკითხების განხილვა, სოფლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სოციალური საკითხების გაცნობა. დაბა სტეფანწმიბნდაში აღნიშნულ საკითხებთან ერთად განიხილება გერგეტის სამებამდე მისასვლელი გზის საკითხი.

  როგორც მოგეხსენებათ, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით მიმდინარე კვირას სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები იმართება.

  დაინტერესებულ პირებს გთხოვთ მობრძანდეთ და დაესწროთ შეხვედრას.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Share page