მერიის სამუშაო შეხვედრა

4 February, 2019

   ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიაში მორიგი ყოველკვირეული სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი-ალექსანდრე ზაგაშვილი, მერის პირველი მოადგილე - თამაზ ალიბეგაშვილი და მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

   სამუშაო შეხვედრაზე სამსახურის უფროსებმა წარმოადგინეს ინფორმაცია შესრულებული და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ. განიხილეს ის პრობლემური საკითხები, რომლებიც დროულ რეაგირებას საჭიროებს.

   განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ინფრასტრუქტურულ და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებზე.

  #ყაზბეგისმუნიციპალიტეტი2019

 

 

 

 

 

 

 

 

 

Share page