სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საპროექტო წინადადებების მიღება დაიწყო

10 January, 2019

    ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დასახლებებში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაიწყო საპროექტო წინადადებების მიღება.

  ნებისმიერ პირს (მიუხედავად მისი რეგისტრაციის ადგილისა, მოქალაქეობისა და ა.შ.) შეუძლია გადმოიწეროს მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდიდან საპროექტო წინადადებების ფორმა (იხ.დანართი/ბმული), ან მიიღოს ადგილზე მერის წარმომადგენლისაგან და ის შევსებული სახით წარმოადგინონ მერიაში, ან საკუთარი იდეა/წინადადება ზეპირი სახით აუხსნან მერიის უფლებამოსილ პირებს (მ.შ. ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს), რომლებიც დაეხმარებიან მათ ფორმის შევსებაში.

    ასევე შესაძლებელია , მოქალაქემ საპროექტო წინადადების ფორმა ელექტრონულად გადააგზავნოს მერიაში, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით - kazbegimunicipality.info@gmail.com

   აგრეთვე შესაძლებელია, მოქალაქე დაუკავშირდეს მერიის უფლებამოსილ პირს/სამსახურს კომუნიკაციის სხვა საშუალებებით (მაგ, ტელეფონით) და აუხსნას მას საკუთარი პროექტის იდეა. კომუნიკაციის შედეგად შეთანხმების შემთხვევაში უფლებამოსილი პირი თავად შეავსებს საპროექტო განაცხადს და პროექტის ავტორის გრაფაში მიუთითებს იდეის ავტორის მონაცემებს.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიაში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის საკითხებზე მოსახლეობასთან ურთიერთობაზე და საპროექტო წინადადებების მიღებაზე უფლებამოსილი პირები არიან:

  1.  ჯემალ სუჯაშვილი - ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განვითარების სამსახურის უფროსი; მობ: 591 27 63 33 , ელ-ფოსტა: kazbegimunicipality.info@gmail.com.
  2.  დიმიტრი შიოლაშვილი - ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურულ სამშენებლო საქმიანობაზე ზედახედველობის სამსახურის უფროსი; მობ: 591 99 31 37 , ელფოსტა: kazbegimunicipality.info@gmail.com.
  3.  ზვიად ჩოფიკაშვილი - მერის წარმომადგენელი დაბა სტეფანწმინდის ადმინისტრაციულ ერთეულში; მობ: 595 97 85 92 , ელ-ფოსტა: kazbegimunicipality.info@gmail.com.
  4.  ელბერდი პაპიაშვილი - მერის წარმომადგენელი სნოს ადმინისტრაციულ ერთეულში; მობ: 599 52 76 49 , ელ-ფოსტა: kazbegimunicipality.info@gmail.com.
  5.  ქეთევან მაისურაძე - მერის წარმომადგენელი სიონის ადმინისტრაციულ ერთეულში; მობ: 599 88 08 86 , ელ-ფოსტა: kazbegimunicipality.info@gmail.com.
  6.  ლარისა ხოსიშვილი - მერის წარმომადგენელი გორისციხის ადმინისტრაციულ ერთეულში; მობ: 595 71 86 00 , ელ-ფოსტა: kazbegimunicipality.info@gmail.com.
  7.  გივი ჩქარეული - მერის წარმომადგენელი კობის ადმინისტრაციულ ერთეულში; მობ: 595 24 03 34 , ელ-ფოსტა: kazbegimunicipality.info@gmail.com.
  8.  ვაჟა ღუდუშაური - მერის წარმომადგენელი გუდაურის ადმინისტრაციულ ერთეულში; მობ: 555 00 77 72 , ელ-ფოსტა: kazbegimunicipality.info@gmail.com.
  9.  გიორგი შერმადინი - ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილების უფროსი; მობ: 577 13 20 71 , ელ-ფოსტა: kazbegimunicipality.info@gmail.com.
  10.  ანნა ყამარაული - ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განვითარების სამსახურის უფროსი სპეციალისტი; მობ: 551 11 10 10 , ელ-ფოსტა annkami10@gmail.com.
  11.  მარიამ გუჯეჯიანი - ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურულსამშენებლო საქმიანობაზე ზედახედველობის სამსახურის სპეციალისტი, მობ: 595 51 33 76  , ელ-ფოსტა : mariamgujejiani94@gmail.com.

    განაცხადის ფორმა, საერთო კრების სხდომის  განრიგი (გამართვის თარიღი და დრო, საორიენტაციო თანხა), დასაფინანსებელი პროექტების კატეგორია შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ  მითითებულ ბმულზე:

Share page